top of page

წესები,უსაფრთხოება და მონაცემები

მოცემულ ბლოგში გაეცნობით მოკლედ თუ როგორ იყენებს საიტი მონაცემებს,ამუშავებს მას და წარმოაჩენს პლატფორმაზე, რათა საიტს ჰქონდეს ფუნქციონალურობა, ასევე მოკლედ გაეცნობით საიტის ახალ წესებსა და საიტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას, რომლის დეტალურად წაკითხვაც შეგიძლიათ აქ.


როდის აგროვებს საიტი თქვენს მონაცემებს?

საიტზე ვიზიტორის მონაცემების შეგროვება ხდება Cookie-ბის გამოყენებით, რომლების ზოგიერთი ნაწილი აუცილებელია საიტის ფუნქციონერებისათვის, ჩვენ გვაქვს ოთხი სახის Cookie-ბი, რომლბიდანაც სამზე ვიზიტორი საკუთარი ნების მიხედვით აცხადებს თანხმობას სატზე შემოსვლის დროს. მოცმული სამი Cookie ემსახურება მარკეტინგულ,ანალიტიკურ და ფუნქციურ დანიშნულებას. საიტზე დამატებითი მონაცემები გროვდება მაშინ როდესაც ვიზიტორი რეგისტრიდება საიტზე, როგორიცაა : მითითებული სახელი,გვარი,იმეილი, პროფილის სურათი და სხვა. საიტზე სწავლების პროფილის განთავსებისას მასწავლებელი უთითებს მრავალ სხვადასხვა ინფორმაციას და ამ დროს იგი თანხმდება მოცემული ინფორმაციის საიტზე გამოქვეყნებას და საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ინფორმაცია არის ზუსტი და მასწავლებლისთვის გასაზიარებლად უსაფრთხო.


რისთვის იყენებს საიტი თქვენს მონაცემებს?

საიტი მონაცემებს იყენებს საიტისთვის ფუნქციონალური უზრუნველყოფისათვის, Cookie-ბი გამოიყენება ასვე მარკეტინგული დანიშნულებისათვის, საიტის ანალიტიკური შესაძლებლობებისთვის და თვით საიტზე არსებული ფუნქციების გამართულობისათვის, Cookie-ბით მიღებული ინფორმაცია ასევე ეხმარება საიტს, რაიმე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ეს ხარვეზი მალევე გამოასწოროს. მონაცემები რომლებსაც ვიზიტორი უთითებს რეგისტრაციისას,გამოიყენება ბლოგების და კომენტარების განთავსებისას (სახელი,გვარი,პროფილის სურათი), რეგისტრირებულ იმეილს საიტი იყენებს თქვენთან კომუნიკაციისას და ამ დროს თქვენ მიიღებთ ინფორმაციას უსაფრთხოების პოლიტიკის განახლებაზე,ახალი ბლოგის განთავსებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მასწავლებლის მიერ მითითებული ინფორმაცია "განცხადების განთავსების" გვერდზე გამოიყენება მისი საჯაროდ განთავსებისათვის(ზოგიერთი ველის გარდა), რათა პოტენციურმა მოსწავლეებმა მიიღონ საჭირო ინფორმაცია მასწავლებლებზე და დანიტერესების შემთხვევაში დაუკავშირდნენ მას. ინფორმაციას სრულიად დამოუკიდებლად უთითებს მასწავლებელი და განცხადების განთავსებისას იგი ეთანხმება საიტის წესებს.


საიტზე მონაცემების ჩასწორება/წაშლის უფლება

თქვენ გაქვთ უფლება საიტზე შემოსვლისას არ დაეთანხმოთ მოცემული 4 Cookie-დან 3-ს, რომლებიც არ ასრულებენ საიტის ფუნქციონალურობისთვის აუცილებელ დანიშნულებას, ესენია : ფუნქციური,მარკეტინგული და ანალიტიკური Cookie-ბი. თქვენი თანხმობის გარეშე მოცემული მონაცემები არ იქნება შეგროვებული, ხოლო, რაც შეეხება აუცილებელ Cookie-ებს იგი ასრულებს საიტისთვის აუცლიებელ ფუნქციებს და შესაბამისად მის გარეშე საიტი იქნება გაუმართავი, შესაბამისად იგი ყოველთვის მონიშნულია და საიტის გამოყენებისას თანხმდებით მის გამოყენებაზე. საიტზე რეგისტრირებულ პიროვნებას შეუძლია წაშალონ საკუთარი მონაცემები, როგორიცაა საკუთარი აქაუნთის მონაცემები, განთავსებული ბლოგები,კომენტარები, სწავლების პროფილი ან ჩაასწოროს ისინი ნებისმიერ დროს. მონაცემები უნდა ემთხვეოდეს საიტის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ბლოგი,კომენტარი,სწავლების პროფილი,აქაუნთი წაიშლება/დაიბლოკება, ან მიიღებთ გამაფრთხილებელ მესიჯს თქვენს მიერ მითითებულ იმეილზე.


წესების მოკლე მიმოხილვა

საიტზე რეგისტრირებისას მომხმარებელი თანხმდება საიტის ყოველ წესს, და მისი პასუხისმგებლობაა იცნობდეს საიტის წესებს, და პერიოდულად ამოწმებდეს წესების/უფლებების განახლებას შესაბამის გვერდზე. თქვენი განცხადება უნდა იყოს ზუსტი ინფორმაციით და არ უნდა შეჰყავდეს მოსწავლე შეცდომაში, ასევე თქვენი პასუხისმგებლობაა მოსწავლე/მასწავლებლის ურთიერთობა და სწავლების პროცესი, რომელშიც საიტის ხელმძღვანელს არანაირი ჩარევა არ აქვს, საიტი უბრალოდ ასრულებს პლატფორმის როლს, რომელზეც შესაძლებელია მასწავლეებისა და მოსწავლეების მარტივად დაკავშირება. საიტზე სარგებლობისას თქვენს მიერ მითითებული მონაცემები არ უნდა შეიცავდეს არანაირ შეურაცმყოფელ სიტყვას/განცხადებს. წესების დარღვევის შემთხვევაში, გთხოვთ მალევე შეგვატყობინოთ, რათა რეაგირება იყოს რაც შეიძლება სწრაფი. წესების დამრღვევი მიიღებს გაფრთხილებას, ან მკაფიო დარღვევის შემთხვევაში დაიბლოკება საიტიდან.


საიტის უსაფრთხოების მოკლე მიმოხილვა

საიტის უსაფრთხოება და თქვენი მონაცემების დავცა ჩვენთვის პრიორიტეტულია, შესაბამისად ჩვენი საიტი დაცულია დღევანდელი სტანდარტების უმაღლესი უსაფრთხოებით და თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია უსაფრთხოდაა გაზიარებული თქვენსა და საიტს შორის. საიტი იყენებს HTTPS პროტოკლს და აქვს SSL სერტიფიკატი, რომლის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერნეტში მრავალ სტატიაში. საიტი იყენებს TLS 1.3 ენკრიფციას, რათა თქვენი მონაცემები იყოს დაცული და უსაფრთხოდ შენახული. საიტი ასევე დაცული DDos- შემოტევებისაგან და მიუხედავად იმისა რომ მას ჯერჯერობით არ აქვს არანაირი გადახდის სისტემა ინტეგრირებული იგი მოიცავს Level 1 PCI Compliance - ს , საიტი არ მოითხოვს რაიმე სენსიტიური ინფორმაციის მითითებას (პაროლები,საბანკო ანგარიშები) ბლოგების,კომენტარების და სწავლების პროფლიების(განცხადებების) განთავსებისას, თუ თქვენ მოცემული სამი საჯარო ინფორმაციის განთავსებისას მიუთითებთ რაიმე სენსიტიურ ინფორმაციას, გთხოვთ დაუყონვებლიც შეცვალოთ/წაშალოთ ინფორმაცია რათა თქვენი უსაფრთხოება იყოს დაცული, ამ შემთხვევისას პირი,რომელმაც მიუთითა ინფორმაცია საკუთარ თავზე იღებს რისკს და პასუხისმგებლობას.

ავტორი:

Maswavleblebi.ge

ნახვა

13.9.24, 12:31

Maswavleblebi

ge

bottom of page