ჩვენს შესახებ
Maswavleblebi.ge - წარმოადგენს პლატფორმას, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა სწავლის მიზნისათვის თქვენზე მორგებული მასწავლებლის მოძიება, იქნება თქვენი სწავლის დანიშნულება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მომზადება,ენის შესწავლა თუ სკოლის საგნებში თქვენი შვილის მომზადება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი და მეგობრული მასწავლებელი გვყავდეს საიტზე, რათა პლატფორმის საშუალებით მოსწავლემ მოახერხოს მრავალი სხვადასხვა დეტალის გათვალისწინება მასწავლების არჩევისას. ჩვენ ვცდილობთ აქამდე არსებული პრობლემა გადავჭრათ, რომელიც მოიცავს სირთულეს, როდესაც ვცდილობთ ჩვენს სიტუაციაზე მორგებული მასწავლებლის მოძიებას, იქნება ამ დროს ჩვენი დროის გასათვალისწინება ბიუჯეტი,ლოკაცია, ჩატარების ფორმატი თუ სხვა, Maswavleblebi.ge - ზე ახლა უკვე მარტივად იქნება ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი და მასწავლებლებსაც ექნებათ პლატფორმა, რომელზეც შეძლებენ საკუთარი კვალიფიკაცია/ინფორმაცია წარმოაჩინონ და ხელმისაწვდომი გახადონ ათასობით მოსწავლისთვის საქართველოში.
მისია
ჩვენი მისიაა, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მოსწავლემ შეძლოს და მოემზადოს კვალიფიციურ/პროფესიონალ მასწავლებელთან, საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით.
ვის შეუძლია სწავლების პროფილის განთავსება?
სწავლების პროფილის განთავსება შეუძლიათ მასწავლებლებს,კერძო რეპეტიტორებს, მასწავლებლობის მსურველებს, შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებს ანუ ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი სწავლების სერვისით მოსწავლეს დაეხმაროს ცოდნის ამაღლებაში და განვითარებაში. თუ თქვენ გსურთ თქვენი სწავლების პროფილის განთავსება საიტზე, მაშინ შეგიძლიათ მარტივად დაგვიკავშირდეთ ჩვენს Facebook - გვერდზე Maswavleblebi.ge - მოიძიე მასწავლებელი.
პრობლემის შესახებ
ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ როგორც მასწავლებლებს,ასევე მოსწავლეებს და გვაქვს სურვილი სწავლის პროცესისას მასწავლებლის მოძიება რაც შეიძლება კომფორტული გავხადოთ. დასახული გვაქვს, რომ მასწავლებლებისათვის ეს იქნება პლატფორმა, რომელზეც წარმოაჩენენ საკუთარ თავსა და სწავლების პროცესს, ასევე მიუთითებენ სწავლების პროფილის განთავსებისას მოსწავლისთვის საჭირო ინფორმაციას, მასწავლებლებს ასე ექმნებათ სივრცე, რომელიც განკუთვნილია კონკრეტულად მათი სწავლების სერვისის წარმოჩენისათვის და წარსულისგან განსხვავებით მარტივად შეეძლებათ მოსწავლეების დაინტერესება. მოსწავლეებისათვის ჩვენი საიტი ცდილობს რაც შეიძლება მეტად გაზარდოს მასწავლებლის მოძიებისას სპეციფიკა, ანუ თბილისის თუ სხვა ქალაქებში არსებულ უბნებში მასწავლებლების რაოდენობა გაზარდოს და შესაბამისად მოსწავლეებისათვის მარტივი გახადოს მათთვის ყველაზე მომგებიანი არჩევნის გაკეთება. თუ აქამდე მოსწავლეს უწევდა გაეარა 1 საათის გზა, რათა მისულიყო მისთვის შესაბამის კვალიფიციურ მასწავლებელთან და შესაძლებელი ყოფილოყო მისთვის სწავლა, ახლა საიტის საშუალბით ჩვენ შევეცდებით ეს დრო და კივევ სხვადასხვა მრავალი კრიტერიუმი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მასწავლებელთა მრავალფეროვანი არჩევნის წარმოჩენით. ჩვენთან მოსწავლეებს ასევე შეეძლებათ მოიძიონ მასწავლებელი სხვადასხვა დანიშნულებისთვის, შესაბამისად ეს პლატფორმა წარმოადგენს სივრცეს, რომელიც აქამდე არ არსებობდა საქართველოში, ჩვენთან შეძლებთ მრავალ სხვადასხვა ენაში მომზადებას. მოიძიე მასწავლებელი ჩვენთან ყველა მასწავლებელი.
გაქვთ რაიმე რჩევა?
ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი რჩევა/სურვილი რომელიც ეხება პლატფორმის განვითარებას.თუ გაქვთ რეკომენდაცია გთხოვთ მოგვმართოთ ჩვენს სოციალურ გვერდებზე ან მეილზე Maswavleblebi.ge@gmail.com.