პირადი მონაცემების დაცვა და წესები
მოცემულ გვერდზე გაეცნობით თუ როგორ ვიყენებთ თქვენს მიერ მოწოდებულ მონაცმებს ჩვენი საიტის ფუნქციონალირებისათვის, ასევე რა წესები მოქმედებს განცხადების/კომენტარის/ბლოგის განთავსებისას საიტზე და როგორ ხდება თქვენი მონაცემების და საიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მოკლე ინფორმაცია საიტზე და მფოლბელზე:
საიტი/პლატფორმა - Https://Maswawvleblebi.ge
საიტის დანიშნულება - მოსწავლეების და მასწავლებლების დაკავშირების რაც შეიძლება მეტად გამარტივება და მასწავლებელზე ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიების ერთ პლატფორმაზე გაერთიანება, ასევე მოსწავლისათვის ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შექმნა.
დამფუძნებელი/ხელმძღვანელი - ფიზიკური პირი: ნუკრი ნაზღაიძე
საკონტაქტო ინფორმაცია: ძირითადი იმეილი: nnazg2022@agruni.edu.ge საკონტაქტო ნომერი: 595 01 01 81
"განცხადების განთავსება" - გვერდი რომლითაც მასწავლებლებს შეუძლიათ განათავსონ საკუთარი ინფორმაცია, "განცხადების განახლება" - მოცემლ გვერდზე შესაძლებელია უკვე განთავსებული განცხადების რედაქტირება/წაშლა. "ყველა მასწავლებელი/მოიძიე მასწავლებელი" - გვერდი რომელზეც მოცემულია ყველა განთავსებული განაცხადება, ხოლო განაცხადის დეტალების სანახავად განცხადებისათვის პერსონალური გვერდია გამოყოფილი.
საიტის გამოყენების წესები
საიტის ყველა წესზე თანხმობას აცხადებს მომხმარებელი, როდესაც იგი გადის რეგისტრაციას.
საიტზე რომელიმე წესის დარღვევა გამოიწვევს მომხმარებლის დაბლოკვას.
საიტის ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას არ იღებს ტრანზაქციებზე,დადებულ შეთანხმებებზე, სწავლების პროცესზე, სწავლების შედეგებზე, საიტი უზრუნველყოფს პლატფორმის არსებობას, რომელიც ემარება მოსწავლეს მოიძიოს მისთვის სასურველი საგნის/ენის მასწავლებელი რაც შეიძლება მარტივად, ანუ საიტი არის შექმნილი მხოლოდ მასწავლბლების და მოსწავლეების დასაკავშირებლად.
მასწავლებლების მიერ განთავსებული ინფორმაცია სრულიად მითითებულია მასწავლებლის მიერ, მასწავლებელი საკუთარი სერვისის წარმოსაჩენად შესაბამის ველებში ინფორმაციის მითითებით ეთანხმება პირობას, რომ მის მიერ მითითებული მონაცემები გამოყენებული იქნება საჯაროდ განსათავსებლად, და მისი სერვისის შესახებ ინფორმაციის ნახვა შეეძლება საიტის ყველა ვიზიტორს, ინფორმაცია გამოიყენება რათა ვიზიტორმა შეძლოს და გააკეთოს არჩევანი მასწავლებლის არჩევისას. მითითებულ ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებულ რამენაირ რისკს მასწავლებელი იღებს საკუთარ თავზე, საიტი არავითარ შემთხვევაში არ სთხოვს რეგისტრირებულ პირს რომ საკუთარი პაროლი ან სენსიტიური ინფორმაცია გაასაჯაროვონ.
საიტზე სარგებლობისას პიროვნება ეთანხმება, რომ საიტზე განთავსებული სხვადასხვა ტიპის განცხადება, ინფორმაცია , დიზაინი არის საიტის საკუთრება, რომლის რაიმენაირად მესამე პირისთვის გადაცემა, დაკოპირება მკაფიოდაა აკრძალული საიტის ხელმძღვანელის საჯარო განცხადების გარეშე.
რეგისტრაციის პირობები და წესები
რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, იმეილს და პაროლს, მოცემული ინფორმაცია უსაფრთხოდაა შენახული საიტსა და მომხმარებელს შორის და მესამე პირს/რაიმენაირ ორგანიზაციას მასზე წვდომა არ აქვს.
სხვისი მონაცემების მითითება არ არის დაშვებული
აკრძალულია რეგისტრაციისას უცხო ადამიანის სახელის და გვარის გამოყნება, ან შეურაცმყოფელი სიტყვების გამოყენება.
რეგისტრაციისას მითითებული ძირითადი ინფორმაცია(სახელი და გვარი) გამოყენებული იქნება, მაშინ როდეაც მომხმარებელი განათავსებს შეფასებას/კომენტარს მასაწვლებლის სწავლების პროფილზე, ან განათავსებს ბლოგს ჩვენს პლატფორმაზე.
რეგისტრირებული მომხმარებლის საიტიდან დაბლოკვა/აქაუნთის გაუქმება მოხდება წესების დარღვევის შემთხვევაში.
საიტზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ეთანხმება პირობებს, რომ მის მიერ მითითებული ძირითადი ინფორმაცია, რომელიც მის საჯარო პროფილზეა განთავსებული გამოყენებული იქნება საიტზე ინფორმაციის წარმოსაჩენად, მოცემული ინფორმაცია არ იქნება ნებისმიერი სახით გატანილი მესამე მხარის საკუთრებაში, საიტის მხრიდან საჯარო განაცხადის გარეშე.
სწავლების პროფილის(განაცხადის) განთავსება საიტზე
საიტზე განცხადების განთავსებისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა და წესების დაცვა.
რეგისტრაციისას თქვენ ეთანხმებით განცხადების განთავსების წესებს და ადასტურებთ რომ წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი აქაუნთი/სწავლების პროფილი წაშლილი იქნება საიტიდან, თქვენი მონაცემები ამ დროს საიტიდან სრულიად გაქრება და მასზე წვდომა საჭიროებებიდან გამომდინარე საიტის ხელმძღვანელს 3 თვის განმავლობაში ექნება,შესაბამისი ზომების მისაღებად, რათა დაცული იყოს საიტის ინტეგრულობა და უსაფრთხოება.
საიტზე განცხადების განთავსება შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არიან 18 წელს ზემოთ, ისინი არიან კერძო რეპეტიტორები,მასწავლებლები,შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტები,მასწავლებლობის მსურველები, რომლებიც განცხადების განთავსებისას საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას მოსწავლის საჭიროებებთან თავხვედრაზე,მათ განვითარებაზე და ცოდნის ამაღლებაზე, საიტი პასუხისმგებლობას არ იღებს სწავლების პროცესისას მიღებულ შედეგებზე/პროცესზე, საიტი მოიცავს მოსწავლეების და მასწავლებლების დაკავშირებას, ანუ პლატფორმის შექმნას, რომელზეც ეს პროცესი მარტივი იქნება, და არ ერევა სწავლების პროცესში არანაირი სახით, უკმაყოფილო მომხმარებლის არსებობის შემთხვავაში საიტი აცნობიერებს მათ უფლებას და მათ აძლევს საშუალებას საკუთარი შეფასება მასწავლებლის პროფილზე განათავსონ, კომენტარი უნდა შეესაბამებოდეს ცივილურობას და არ უნდა შეიცავდეს არანაირ შერუაცმყოფელ სიტყვას/განცხადებას, შეუსაბამობის შემთხვევაში კომენტარი იქნება წაშლილი საიტიდან და კომენტატორის აქაუნთი დაიბლოკება.
სწავლების პროფილის განთავსებისას რეგისტრირებული პირი, რომელსაც აქვს მიღებული როლი "მასწავებელი" და აქვს წვდომა "განცხადების განთავსების" გვერდზე ეთანხმება მის მიერ ველებში შეყვანილი ინფორმაციის გასაჯაროებას(საიტზე განთავსებას), მოცემული ინფორმაცია რომელიც მოიცავს მონაცემებს როგორიცაა : სახელი,გვარი,მასწავლებლის სურათი, სწავლების ფასი,სწავლების ფორმატი,სწავლების დღეები,სწავლების მიზანი,მითითებული საგანი/ენა,მისამართი(რუკის,ქალაქი,რაიონი,უბანი), სწავლების მოკლე მიმოხილვა/დეტალური მიმოხილვა/კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულოდ შესავსები მონაცემები გამოქვეყნებული იქნება პლატფორმაზე, რათა ვიზიტორემა შეძლონ ინფორმაციის ხილვა , არასავალდებულო ველებიდან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სურათი/ები არ იქნება გასაჯაროვებული არავითარ შემთხვევაში მესამე პირთან/ორგანიზაციასთან. მასწავლებლის მიერ მითითებული ინფორმაცია არ შეიძლება იყოს: სიცრუე, სხვისი განსახიერება, შეურაცმყოფელი,თაღლითური, არ უნდა ემსახურებოდეს პოტენციური მოსწავლის რამენაირად შეცდომაში შეყვანას,დამამცირებლური, განთავსებული ინფორმაცია არ უნდა არღვევდეს საქართველოს კანონმდებლობას, შეიცავდეს რაიმე სარეკლამო ინფორმაციას, რომელიც არ ეხემა მასწავლებლის სერვისის წარმოჩენას(მაგალითად: სხვა სახის სერვისის შესახებ ინფორმაციის განთავსება).
განცხადება უნდა მოიცავდეს:ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სკოლის მოსწავლეების საგნებში ან უცხოური ენისათვის მოსწავლეების მომზადების სერვისის შესახებ ინფორმაციას, სხვა სახის სერვისის განთავსება დამალული იქნება საიტიდან და განმთავსებელი მიიღებს შენიშვნას იმეილზე წერილობით, ორი შენიშვნის მიღების შემთხვევაში აქაუნთი წაშლილი იქნება საიტიდან და პიროვნება დაიბლოკება. შეგიძლიათ განათავსოთ 3 განაცხადი ერთდროულად, ერთი და იმავე განახცადის ინფორმაციის დუბლირების შემთხვევაში ორივე განაცხადი წაშლილი იქნება საიტიდან და მიიღებთ შენიშვნას, განაცხადები უნდა მოიცავდნენ განსხვავებულ შინაარსს(მაგალითად 1.განაცხადი: მე ვამზადებ ერთიან ეროვნულ გამოცდებში: სამოქალაქოში,გეოგრაფიაში, 2.განაცხადი: მე ვამზადებ უცხოურ ენებში: გერმანულში და ფანგულში).
საიტის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობები და უფლებები
ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე საიტი იყოს უსაფრთხო და მომხმარებლის მიერ განთავსებული მონაცემები იყოს დაცული მესამე პირებისაგან, ხელმძღვანელი საიმედოდ შეინახავს მონაცემებს და აკრძალავს მისი სხვა პირისათვის გაზიარებას, ხელმძღვანელს აქვს უფლება საიტის მომხმარებლის მიერ წესების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს შეატყობინოს წერილობით რომ მან წესები დაარღვია(გაფრთხილება), დაბლოკოს მომხმარებელი საიტიდან, დაბლოკვის შემდეგ დამრღვევის მონაცემები შეინახოს 3 თვის განმავლობაში, რათა შესაბამისი ზომები მიიღოს და უზრუნველყოს საიტზე სწორი ინფორმაციის მიწოდება. ხელმძღვანელი არ არის მოსწავლისა და მასაწვლებლის შორის დადებული შეთანხმებაზე პასუხისმგებელი, ასევე არ აქვს არანაირი ჩარევა სწავლის პროცესზე და მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობაზე. ხელმძღვანელი საიტზე განთავსებულ ინფორმაციას გაუწევს რეგულირებას, მაგრამ იგი არ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით. ხელმძღვანელს აქვს უფლება დაბლოკოს მომხმარებელი მისი IP-ის მიხედვით, თუ დადგინდა მწვავე დარღვევა საიტის წესებთან მიმართებაში. ხელმძღვანელს შეუძლია განაახლოს წესები და უფლებები ნებისმიერ დროს, ასევე ნებისმიერ დროს შეაყოვნოს განცხადების განთავსება პლატფორმაზე. ხელმძღვანელი უზრუნველყოფს საიტის გამართულ ფუნქციონალურობას და წვდომას, მაგრამ არ იღებს პასუხისმგებლობას, რომ საიტს არ ექნება შეფერხებები და პრობლემები.
საიტზე მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები
რეგისტრირებული პირი პასუხისმგებელია საკუთარი პირადი მონაცემების გაზიარებაზე, მან უნდა უზრუნველყოს, რომ მისი პაროლი არ იქნება სხვასთან გაზიარებული, წინააღმდეგ შემთხვევაში პირმა უნდა უზრუნველყოს მონაცემების შეცვლა და აქაუნთის დაცვა, მომხმარებელი შეტყობინებით მიმართავს დაუყოვნებლივ, თუ დაფიქსირდა ინფორმაციის სიცრუე, ან სხვა პიროვნბის განსახიერება პლატფორმაზე, ან დაფიქსირდა რაიმე ზემოთ მოცემული წესის დარღვევა. მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაცია საიტზე ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლებისათვის. მომხმარებელი ეთანხმება, რომ მასთან კომუნიკაცია მოხდება მის მიერ მითითებული იმელის საშუალებით, და ეთანხმება მიიღოს მარკეტინგული,საინფორმაციო ან გამაფრთხლიებელი წერილები.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ თქვენს შესახებ საიტზე არსებული ინფორმაცია, ასევე უფლება გაქვთ თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია ჩაასწოროთ/წაშალოთ,რაც ეხება როგორც ბლოგებს,განაცხადებს ასევე კომენტარებს.
გაქვთ უფლება მოითხოვოთ რომ თქვენს შესახებ წაშლილი იყოს ყველანაირი მონაცემი,რომელიც საიტის საკუთრებაშია, ეს მოიცავს სრულიად აქაუნთის ინფორმაციის წაშლასაც.უფლება გაქვთ დაგვიკავშირდეთ თუ დაფიქსირდა რაიმე წესის დარღვევა, ან თქვენი ინფორმაცია არ იყო გამოყენებული სამართლიანად.

საიტის უსაფრთხოება
მომხმარებლის/საიტის უსაფრთხოება ჩვენთვის პრიორიტეტულია, საიტი იყენებს HTTPS პროტოკოლს და აქვს SSL სერტიფიკატი, რომლის ნახვაც შეგიძლიათ გუგლის სისტემის მოცემულ ღილაკზე დაჭერით,რის შემდეგადაც შეგიძლიათ იხილოთ სერთიფიკატიც:



სერთიფიკატის შესახებ ინფორმაცია და მნიშვნელობა შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში განთავსებულ მრავალ სხვადასხვა სტატიაში, ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ საიტის უსაფრთხოება სხვადასხვა სახის პლატფორმების გამოყენებით

საიტი ასევე იყენებს მრავალ სხვა ზომას რათა მონაცემები იყოს დაცული და საიტის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული
