top of page

მასწავლებლის სურათი
No ratings yet

0

₾/შეთანხმებით

-1

ყველა რაიონი

თამთა ჯალაღონია

ქართული

წელი

5

წუთი/გაკვეთილი

Offline, Online

თბილისი

ინდივიდუალური, ‎ მასწავლებლის ვიზიტით

სწავლების დღეები:

‎ ოთხშაბათი, ‎ ხუთშაბათი, ‎ ‎ პარასკევი

თბილისი, საქართველო

კვალიფიკაცია:

🎓 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატი – დასრულებული

ქართული ფილოლოგიის მაგისტრატურა – მეორე კურსი

📘 მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა

თსუ, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (2020–2021)

📑 სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი

კომპეტენცია დადასტურებული ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

🏫 ამჟამად ვმუშაობ „მწვანე სკოლაში“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად;
მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება I–XII კლასის მოსწავლეებთან მუშაობაში.

დაუკავშირდით

მასწავლებლის შესახებ:

სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლის ცოდნის სისტემატიზაცია, ინტერესის გაღვივება და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება.
ქართული ენა და ლიტერატურა მხოლოდ სასკოლო საგანი არ არის — ის არის გზა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს საკუთარი აზრების გამოთქმაში, თვითშემეცნებაში და კულტურული იდენტობის გაცნობიერებაში.
გაკვეთილები ტარდება ინტერაქტიულად, კითხვა-განხილვის, ტექსტის ანალიზისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გრამატიკის გააზრებულ შესწავლას: მოსწავლე სწავლობს არა მხოლოდ წესებს, არამედ მათი გამოყენების ლოგიკას, რაც აძლიერებს წერით და ზეპირ მეტყველებას.
ლიტერატურის მიმართულებით კი ვცდილობ, მოსწავლემ ტექსტში დაინახოს აზრი, შეაფასოს პერსონაჟების ქცევა, მოიფიქროს საკუთარი პოზიცია და ამ გზით ჩამოუყალიბდეს კრიტიკულ-შემოქმედებითი აზროვნება. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გრამატიკის გააზრებულ სწავლას, მოსწავლის წერისა და მეტყველების განვითარებას.
გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათიდან 1 საათნახევრამდე, რაც საშუალებას მაძლევს, თემები სრულად დავფარო მოსწავლის დატვირთვის გარეშე.
ყოველი გაკვეთილი მეგობრულ და მოტივაციურ გარემოში ტარდება, სადაც მოსწავლე თავს კომფორტულად გრძნობს და სწავლა მისთვის საინტერესო გამოცდილებად იქცევა.
მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია დამხმარე მასალების გამოყენება, ტესტები, შემოქმედებითი დავალებები და ტექსტებზე დაფუძნებული მსჯელობა.
ჩემი მთავარი ამოცანაა, მოსწავლემ არამხოლოდ შეისწავლოს პროგრამა, არამედ შეიყვაროს ქართული ენა და ლიტერატურა, როგორც აზროვნებისა და თვითგამოხატვის საშუალება.

მასწავლებლები მსგავსი კრიტერიუმებით:

ნანაკო უსტარაშვილი

მასწავლებლის სურათი

170

₾/თვეში

Offline, Online

თბილისი

სამგორის რაიონი

No ratings yet

ქართული

ორშაბათი, ‎ ხუთშაბათი

თათია ხარაბაძე

მასწავლებლის სურათი

170

₾/თვეში

Offline, Online

თბილისი

No ratings yet

ფრანგული ენა, ქართული

‎‎ ‎‎ ‎ ‎ ‎შეთანხმებით

ლელა ხათრიძე

მასწავლებლის სურათი

25

₾/გაკვეთილი

Offline, Online

თბილისი

ყველა რაიონი

No ratings yet

ქართული, ლიტერატურა, ზოგადი უნარები

ორშაბათი, სამშაბათი, ‎ ოთხშაბათი, ‎ ხუთშაბათი, ‎ ‎ პარასკევი, ‎ ‎ ‎ შაბათი

bottom of page