
100
₾/თვეში
60
ლია დავითაძე
თურქული ენა
წელი
1
წუთი/გაკვეთილი
Online
Online
ინდივიდუალური, ჯგუფში
სწავლების დღეები:
ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შეთანხმებით
Batumi street, ბათუმი 6000, საქართველო
კვალიფიკაცია:
ბურსა ულუდაღის უნივერსიტეტი აგრარული ფაკულტეტი, მცენარეტა დაცვის მაგისტრატურის სტუდენტი.
მასწავლებლის შესახებ:
მე ვარ თურქული ენის მასწავლებელი და ამ გვერდის მიზანია, დაგეხმაროთ თურქული ენის შესწავლაში მარტივი, საინტერესო და პრაქტიკული მეთოდებით.
თურქული ენის შესწავლა საქართველოში დავიწყე, შემდეგ კი სწავლის გასაგრძელებლად თურქეთში ჩამოვედი. დავასრულე თურქეთში თურქული ენის მოსამზადებელი კურსი A1–C1 დონეების ჩათვლით და მივიღე C1 დონის სერტიფიკატი.
ამჟამად ვცხოვრობ ბურსაში და ვსწავლობ ბურსა ულუდაღის უნივერსიტეტში (Bursa Uludağ Üniversitesi), სამაგისტრო პროგრამაზე, მცენარეთა დაცვის მიმართულებით.
თურქულენოვან გარემოში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება საშუალებას მაძლევს, მოსწავლეებს გავუზიარო არა მხოლოდ ენის გრამატიკა და ლექსიკა, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ბუნებრივი გამონათქვამები და კომუნიკაციის თავისებურებები.
რას გთავაზობთ?
თურქული ენის ინდივიდუალური და ჯგუფური გაკვეთილები;
A1–A2 დამწყები დონეებიდან B1–B2 დონემდე სწავლება;
გრამატიკა მარტივი და გასაგები განმარტებებით;
საუბრისა და მოსმენის პრაქტიკა;
ყოველდღიური დიალოგები და რეალური სიტუაციების სიმულაცია;
ლექსიკის გამდიდრება და გამოთქმის გაუმჯობესება;
ინტერაქტიული თამაშები, სავარჯიშოები და სასწავლო მასალები.
✨ Birlikte öğrenelim, birlikte konuşalım!
ერთად ვისწავლოთ, ერთად ვისაუბროთ და თურქული თავდაჯერებულად გამოვიყენოთ!
მასწავლებლები მსგავსი კრიტერიუმებით:
