
25
₾/გაკვეთილი
90
ყველა რაიონი
ლელა ხათრიძე
ქართული, ლიტერატურა, ზოგადი უნარები
წელი
10
წუთი/გაკვეთილი
Offline, Online
თბილისი
ინდივიდუალური, ჯგუფში
სწავლების დღეები:
ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი
Mirian Mepe St, T'bilisi, Georgia




კვალიფიკაცია:
✅ ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი
✅ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
✅ სასწავლო რესურსების ავტორი
მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილებით, ხელსაყრელი პირობებით.
მასწავლებლის შესახებ:
მე ვარ ლელა, მაქვს კერძო სკოლაში მუშაობის 7–წლიანი გამოცდილება. 2011-2015 წლებში ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ფილოლოგიის მიმართულებით (ბაკალავრიატი); 2016-2018 წლებში ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ძველი და ახალი ქართული ენის მიმართულებით (მაგისტრატურა). მაქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაში 7-12 კლასების სერტიფიკატი. 2019 წელს დავამთავრე მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა, ე.წ. 60-კრედიტიანი (თსუ). ვარ უფროსი მასწავლებელი. 2023 წლის სექტემბერში ჩავაბარე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე და ვარ ქართველური ენათმეცნიერების დოქტორანტი.
პასუხისმგებლიანობა, პოზიტიური გარემოს შექმნა და შრომისმოყვარეობა ჩემი ძლიერი მხარეებია. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და საქმე, რომელსაც ყოველთვის მოტივირებულად ვეკიდები. ჩემი პედაგოგიური მიდგომით ვცდილობ, მოსწავლეს შევაყვარო საგანი და მივცე შესაბამისი ცოდნა, რასაც, ვფიქრობ, მშვენივრად ვახერხებ. ამჟამად ვასწავლი ქართულ–გერმანულ სკოლაში ,,სხივი" მე–5, მე–6, მე–7, მე-8, მე-9 კლასებს. ვარ კათედრის მეთოდისტი და ჩემი გამოცდილებით ვეხმარები ყველა დაინტერესებულ ადამიანს. ვამზადებ მასწავლებლებსაც საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების მიზნით. დამიკავშირდით: 558 411 353
მასწავლებლები მსგავსი კრიტერიუმებით: