ისანი

25
₾/გაკვეთილი
90
ისანის რაიონი
დემეტრე სივსივაძე
ინგლისური ენა
წელი
1
წუთი/გაკვეთილი
Offline, Online
თბილისი
ინდივიდუალური, მასწავლებლის ვიზიტით
სწავლების დღეები:
შაბათი, კვირა, შეთანხმებით
ლეხ კაჩინსკის ქუჩა, თბილისი, საქართველო


კვალიფიკაცია:
უნივერსიტეტი - Charles University (ჩარლზის უნივერსიტეტი)
IELTS - 8 (C1-C2)
1 წლის გამოცდილება
ვმუშაობდი მთარგმნელად 2 წელი (ზეპირი და წერითიც)
მასწავლებლის შესახებ:
მჯერა, რომ ინგლისური ენის სწავლა ყველას შეუძლია, თუ მას გვერდით ყურადღებიანი, კვალიფიციური და მომთმენი პედაგოგი ჰყავს.
ვარ ორენოვანი და მაქვს ინგლისური ენის სწავლების ერთწლიანი გამოცდილება. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი თარჯიმნად თბილისში, ამერიკულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, სადაც ვასრულებდი როგორც წერილობით, ისე ზეპირ თარგმანებს.
ვფლობ IELTS-ის საერთაშორისო სერტიფიკატს — 8.0 ქულით (C1-C2 დონე).
ამჟამად ვსწავლობ ჩეხეთში, ჩარლზის უნივერსიტეტში (Charles University), კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე.
მზად ვარ, დავეხმარო ნებისმიერი ასაკისა და საწყისი ცოდნის მქონე მოსწავლეს ინგლისური ენის შესწავლაში — ნულიდან B1–B2 დონემდე.
თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მივუდგები, მისი ცოდნის დონის, საჭიროებებისა და მიზნების გათვალისწინებით.
((გაკვეთილების განრიგი:))
შაბათ-კვირას გაკვეთილების ჩატარება შემიძლია თითქმის ნებისმიერ დროს, მათ შორის მოსწავლესთან მისვლით. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კი გაკვეთილები ტარდება ონლაინ, წინასწარი შეთანხმებით.
მასწავლებლები მსგავსი კრიტერიუმებით:



