თქვენი განცხადების რიგითობა
Maswavleblebi.ge ძირითადი სორტირებისას იყენებს 5 ეტაპიან ბრაკეტებს, რომლებიც განსაზღვრავს მასწავლებლის განაცხადის პრიორიტეტულობას და რიგითობას "ყველა მასწავლებლის" სექციაში, მოცემულ ბლოგში გაიგებთ თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი პოზიცია გააუმჯობესოთ და თქვენი სწავლების პროფილის ხელმისაწვდომობა გაზარდოთ.
ინფორმაციის სიზუსტე
მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვენი რიგითობისთვის, არის ინფორმაციის სიზუსტე და ყველა საჭირო დეტალის წარმოჩენა განცხადების განთავსებისას, რომელიც შესაძლოა დაეხმაროს მოსწავლეს გადაწყვეტილების მიღებისას. როდესაც თქვენი ინფორმაცია არის ზუსტი და შეესაბამება რეალობას, პოტენციური მოსწავლის მიერ საძიებო სისტემის გამოყენებისას უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ მოსწავლე დააინტერესოთ თქვენი სერვისით და შემდეგ თქვენ აგირჩიოთ მასწავლებლად.
საწყისი სორტირება
საწყისი სორტირება მოიცავს მასწავლებლების სასწავლო პროფილების რიგითობას, მანამ სანამ თვით ვიზიტორი არ შეცვლის სორტირების მეთოდს, შესაბამისად ეს არის ძირითადი სორტირების მეთოდი და ყველაზე მეტი ვიზიტორი მის მიხედვით გადის მასწავლებლის ძიების პროცესს. ვიზიტორის მიერ არჩეული სორტირების მეთოდი მოიცავს "ფასის ზრდადობით", "შეფასებათა რაოდენობით'' და სახის სორტირებას ამ დროს რიგითობა განისაზღვრება მასწავლებლის მიერ მითითებული ინფორმაციით, ან მის მიერ მიღებული შეფასებების რაოდენობით/ხარისხით.
საწყისი რიგითობის 5 ბრაკეტი
საწყისი რიგითობა განისაზღვრება შემთხვევითობის პრინციპით, და ლაგდება რიცხვთა ზრდადობით, პრიორიტეტის მისაღებად და რიგითობის გასაუმჯობესებლად მასწავლებელს შეუძლია ზემომდგომ ბრაკეტში გადასვლა, შესაბამისი დავალების შესრულებით, ბრაკეტები მოიცავს I ბრაკეტი : შემთხვევითი რიცხვი 2000-იდან 10000-ამდე , II ბრაკეტი : 500-იდან 1000-ამდე , III ბრაკეტი : 200იდან-500ამდე , IV ბრაკეტი : 100-იდან 200-ამდე , V ბრაკეტი : 1-დან 100-ამდე. თქვენი რიგითობა განისაზღვრება, იმის მიხედვით თუ რომელ ბრაკეტში ხართ მიმდინარე პერიოდში, ყოველკვირეულად შემთხვევითობის პრინციპით ყველა მასწავლებელს ენიჭება რიცხვი, რომელიც შედის მისი ბრაკეტის შუალედში,მაგალითად თუ მე ვარ III ბრაკეტში მე შესაძლოა მივიღო რიგითობის რიცხვი 222, 333 , 477 და სხვა 200-500 შუალედში. შემთხვევითობით მიღებული რიცხვი კი იქნება ძირითადი სორტირებისას ჩემი რიგითობა, ხოლო რიგითობა განისაზღვრება რიცხვთა ზრდადობით.
როგორ შეგვიძლია ერთი ბრაკეტიდან მეორეში მობილობა?
ამ დროისათვის, თუ ამ ბლოგის კითხვა შეგიძლიათ ბრაკტებიდან მობილობა ხდება შემდეგი დავალების შესრულებით: პირველიდან ბრაკეტიდან მეორეში მობილობა მოხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენი რეკომნდაციით დარეგისტრირდება 1 მასწავლებელი, მეორედან მესამეში თუ თქვენი რეკომენდაციით დარეგისტრირდება კიდევ 1 მასწავლებელი, მესამდან მოთხეში კი თუ თქვენი დახმარებით საიტს შეემატება ბოლო ორის გარდა კიდევ 2 მასწავლებელი, მეოთხედან მეხუთეში თუ საიტს შეემატება კიდევ 3 მასწავლებელი თქვენი ინიციატივით.
როდემდე მოქმედებს მოცემული სისტემა?
მოცემული სისტემა იმოქმედებს მოცემული ბლოგის განთავსებიდან 2 თვის განმავლობაში, და მოცემულ დროში თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ მობილობა და შეინარჩუნოთ ბრაკეტი შემდეგი 6 თვის განმავლობაში.
რატომაა მნიშვნელოვანი რიგითობა?
თქვენი სწავლების პროფილის პრიორიტეტულობა მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ვიზიტორთა უმრავლესობა პირველად ნახულობს იმ მასწავლებლების პროფილებს,რომლებიც პირველნი არიან წარმოჩენილი რიგითობით, შესაბამისად გაქვთ შედარებით მაღალი შანსი მოცემულ ვიზიტორზე დატოვოთ შთაბეჭდილება და თქვენს სერვისს პოტენციური მოსწავლე შემატოთ.
არ დაგვავიწყდეს საიტის მისია
საიტისთვის მთავარია, რომ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ჰქონდეთ პლატფორმა, რომელზეც შეძლებენ მოიძიონ/გააზიარონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწავლების პროცესის შესახებ, და ამ ინფორმაციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორებიცაა: ლოკაცია, ფასი, სწავლების ფორმატი, სასწავლო საგნები/ენები, შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვანი საიტზე არის ზუსტი ინფორმაციის მითითება და დეტალური ძიებისას მოსწავლისთვის საშუალების მიცემა,რომ შეეძლოს მისი პირობებიდან გამომდინარე რაც შეიძლება მომგებიანი არჩევანი გააკეთოს.
ბრაკეტებში მობილობის სხვა გზები
თქვენი ბრაკეტი შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, მაგალითად: შეფასებათა მაღალი რაოდენობის მიღების შემთხვევაში თქვენ გადაინაცვლებთ უფრო პრიორიტეტულ ბრაკეტში და მიიღებთ უკეთეს რიგითობის რიცხვს, მასწავლებლები, რომლებიც იქნებიან პირველი 100 საიტზე,რომლებიც განათავსებენ განაცხადს ავტომატურად გადაინაცვლებენ პირველი ბრაკეტიდან მესამეში და ამ პოზიციას შეინარჩუნებენ შემედეგი 6 თვის განმავლობაში. მობილობის წესებში შესაძლოა მომავალში დაემატოს ახალი გზები, რაც დაეხმარბა მასწავლებელს უფრო მარტივად შეძლოს საკუთარი პოზიციის გაუმჯობესება პლატფორმაზე.